Thursday, June 29, 2017
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღე იყო შემაჯამებელი ხასიათის. ამ ტრენინგზე დავასრულეთ პროექტზე მუშაობა. დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები. შევაფასეთ ნამუშევრები კომენტარებით. მოვახდინეთ მასალების ატვირთვა ბლოგზე.
Sunday, June 25, 2017
ტრენინგის მერვე დღე
დღეს გავიხსენეთ ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა. შევქმენითსაავტორო უფლებების ფაილი., სადაც ჩავწერეთ მასალაში გამოყენებული ვებ- გვერდები. დასასრულს დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები და გავაკეთეთ კომენტარები.
Saturday, June 24, 2017
ტრენინგის მე-7 დღე
ტრენინგის მე-7 დღეს განვახორციელეთ ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა. განვიხილეთ დრაივისა და ბლოგის ინსტრუმენტები,შევცვალეთ დიზაინი.
ვისაუბრეთ სპეციალური საწიროების მქონე მოსწავლეებზე, თუ როგორ ჩავრთოთ ისინი ჯგუფის მუშაობაში.
ვისაუბრეთ სპეციალური საწიროების მქონე მოსწავლეებზე, თუ როგორ ჩავრთოთ ისინი ჯგუფის მუშაობაში.
Sunday, June 11, 2017
ტრენინგის მე-6 დღე
დღეს დავასრულეთ მუშაობა პრეზენტაციაზე, განვიხილეთ მოსწავლის სავარუდო ნაშრომი, დავათვალიერეთ მოსწავლის ნიმუშები სხვადასხვა თემისთვის და დავიწყეთ მუშაობა მასზე. ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა გავწეროთ სასწავლო პროცედურები.
Saturday, June 10, 2017
ტრენინგის მე-5 დღე
ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ტრენინგის მე-5 დღემ.განვიხილეთ უკუკავშირის საჩვენებელი ,გავეცანით უკუკავშირის სახეებს. შეფასების მეთოდებს.
შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომის შეფასების რუბრიკა.
დავიწყეთ საპრეზენტაციო მასალის მომზადებაზე მუშაობა.
შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომის შეფასების რუბრიკა.
დავიწყეთ საპრეზენტაციო მასალის მომზადებაზე მუშაობა.
ტრენინგის მე-4 დღე
ტრენინგის მე-4 დღე ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. ვნახე პრეზენტაცია , სადაც განხილული იყო ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.შევარჩიე ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
Saturday, June 3, 2017
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს ვისაუბრეთ ,თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ პროექტის მიზანი. ვისაუბრეთ საგნობრივი სტანდარტებისა და ინდიკატორების კავშირზე მიზანთან და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტისათვის.
Friday, June 2, 2017
ტრენინგის მეორე დღე
დღეს ვისაუბრეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს პუბლიკაციებს პროექტის განხორციელებაში. გავეცანით ტრენინგის მიზნებს და მოსალოდნელ შედეგებს. ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემები იქნება განხილული.
Subscribe to:
Posts (Atom)